Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვარდების მოედანს” შესაძლოა, კვლავ „რესპუბლიკის მოედანი” დაარქვან

20 მაისი, 2016 18:10

„ვარდების მოედანს” შესაძლოა ძველი სახელწოდება - „რესპუბლიკის მოედანი” დაუბრუნდეს. ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს, ლია ჯახველაძეს მიმართვა გაუგზავნა.

კობახიძის მიმართვას „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს:

„როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის უბანში, რუსთაველის გამზირის დასავლეთ ნაწილში 1983 წელს აშენებულ „რესპუბლიკის მოედანს“, 2003 წლის რევოლუციის აღსანიშნავად 2005 წელს მიენიჭა „ვარდების რევოლუციის მოედნის“ სახელწოდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე მოქმედი უზენაესი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა 1917 წლის რევოლუციის შემდგომ, ხოლო XX საუკუნის მიწურულს დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი პირველი რესპუბლიკის საპატიოდ ეწოდა - „რესპუბლიკის მოედანი“.

დიდი მნიშვნელობის მატარებელია ის ფაქტი, რომ 1983 წლიდან მოყოლებული 22 წლის მანძილზე აღნიშნული მოედანი ატარებდა - სწორედ რესპუბლიკის მოედნის სახელწოდებას, რაც საზოგადოების ცნობიერებაში საკმაოდ ღრმად დაილექა და მიუხედავად, 2005 წელს საყოველთაოდ ცნობილი „რესპუბლიკის მოედნის“ სახელწოდების „დამახინჯებისა“ („ვარდების რევოლუციის მოედანი“), მისი სახელწოდება როგორც დედაქალაქის ასევე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის შეუცვლელი დარჩა. საყურადღებოა მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაც, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს რესპუბლიკაში, როგორც ევროკავშირის, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნების დედაქალაქებში წესისამებრ არსებობს მოედანი, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის წყობილების ფორმის გამოსახატავად საუკუნეების მანძილზე ეწოდებათ „რესპუბლიკის მოედანი“. მაგალითად, საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქის ცენტრში არსებობს მოედანი სახელწოდებით - „რესპუბლიკის მოედანი“, ასევე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში არსებული დიდი საოლქო მოედანი 1926 წლიდან ცნობილია, როგორც „რესპუბლიკის მოედანი“.

აქვე აღვნიშნავ, რომ როგორც დედაქალაქის საკრებულოს წევრს და თუნდაც უბრალოდ ერთ თბილისელს, პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია მაქვს ჩვენს თანამოქალაქეებთან და შესაბამისად ვიცი აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება და მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მოხდეს ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა და მისთვის „რესპუბლიკის მოედნის“ სახელის მინიჭება”, - ნათქვამია კობახიძის მიმართვაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^