
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს.
ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობისთვის 23 კანდიდატია დარეგისტრირებული, საიდანაც ამომრჩეველმა 9 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს. არჩევნებზე ”ქართულ ოცნებას” 9 კანდიდატი ჰყავს, ”ნაციონალურ მოძრაობას” - 3, ხოლო ”თავისუფალ დემოკრატებს” - 1.
ცესკო-ში აცხადებენ, რომ დღევანდელ არჩევნებს 19 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 292 დამკვირვებელი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 6 დამკვირვებელი დააკვირდება. მათი ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებს 18 მედია ორგანიზაციის 300 წარმომადგენელი აშუქებს.
„დღეს 07:00 საათიდან ამოშავდა და 24:00 საათამდე იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი - 2 51 00 51; ასევე, ”ონლაინ ჩატი”. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ან მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისია მთელი დღის განმავლობაში მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ”, - აღნიშნავენ ცესკო-ში.