Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"თანამედროვე ქალაქგეგმარება-გარე ავლაბრის განვითარება"-პროექტის მეორე ეტაპი იწყება

22 მაისი, 2016 14:30

რას ნიშნავს "პოსტსოციალისტური ქალაქის რეალური ლაბორატორია"? ეს ქალაქგეგმარებითი პროექტია, რომლის ფარგლებშიც 22-24 მაისს ინტეგრირებული ქალაქგანვითარების შესახებ საჯარო ლექციებისა და დისკუსიების უკვე მეორე ნაწილი გაიმართება. 

ქალაქგეგმარებითი პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა ქალაქმშენებლურად უნდა დაგეგმონ გარე ავლაბრის ერთი ნაწილი, რომელიც მოქცეულია ბარათაშვილის აღმართს, მესხიშვილის ქუჩას, ავლაბრის მოედანსა და ცუცქირიძის ქუჩას შორის. თუმცა თემატური ჯგუფები ამას სხვადასხვა პერსპექტივიდან უდგებიან - არქიტექტურული მხარე იქნება ეს, სოციალური თუ კულტურული. მათ უკვე შეაგროვეს ამ ტერიტორიის ე.წ. საყრდენი მონაცემები და ცდილობენ მთლიანი სურათის დანახვას, რომლის საფუძველზეც ეს ჯგუფები განვითარების შესაძლო მიმართულებებს დასახავენ და კონცეფციებსაც შეიმუშავებენ. შემდეგ კი ამ განზოგადებულ მიდგომებს ისევ დაავიწროვებენ და ქალაქმშენებლურ პროექტად აქცევენ.

დღეს პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში 15:00 საათზე ქალაქ კრეფელდის მშენებლობის დეცერნენტის (მშენებლობასთან და ქალაქგანვითარებასთან დაკავშირებული ყველა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის), მარტინ ლინნეს მოხსენება/დისკუსია გაიმართება. ორშაბათს, 15:00-ზე კი ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძის ლექცია თბილისის კულტურათა და სივრცით ლანდშაფტზე. 

ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება კი გოეთეს ინსტიტუტში 24 მაისს დაგეგმილი კონფერენციაა - „რეალური ლაბორატორია ავლაბარი“ - როგორია ქალაქი, რომლის დაგეგმვაშიც ყველა თანაბრად მონაწილეობს? ქალაქის ხელისუფლებაც, პოლიტიკოსებიც, მოსახლეებიც, უძრავი ქონების მესაკუთრეები, აქტივისტები, ექსპერტები, არქიტექტორები, პოტენციური ინვესტორები. როგორია მათი თანამშრომლობის შესაძლებლობები? 

“ეს კოოპერაცია განსაკუთრებული გამოწვევაა, რადგან პასუხისმგებლობაც და რისკიც, რომელთაც პარტნიორები იტვირთებენ, ძალზე განსხვავებულია, თუმცა ასევე, რადგან პარტნიორები როგორც წესი ერთმანეთთან საუბარს მიჩვეული არ არიან, ამიტომ გამოსანახია ახალი სტრატეგიები და ფორმატები, რომლებიც ყველა მათგანის თანამშრომლობას შესაძლებელს გახდის, ამასთან პროცესებს უსაფუძვლოდ არ შეანელებს და საბოლოოდ საქმეს კარგად გაფორმებული, ყველასთვის სასიცოცხლოდ ფასეული ქალაქისკენ წარუძღვება. გარდა ამისა, ასეთ კოოპერაციას ხშირად ქალაქის უბნებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ფორმირების ახალი იდეებისკენ მივყავართ”, - ამბობს პროექტის ავტორი, ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე.

 „რეალური ლაბორატორია ავლაბარი“ არის ორგანიზაცია "კამპუსის", სივრცითი დაგეგმვის სპეციალისტის ფრაუკე ბურგდორფის (Frauke Burgdorff), ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ინსტიტუტის კოოპერაციული პროექტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^