Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიდაობის ფედერაცია: არ ვაკონტროლებთ მოჭიდავეების პოლიტიკურ სიმპათიებს

23 მაისი, 2016 14:08

„ჭიდაობის ფედერაცია გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, არანაირ ორგანიზებულ მსვლელობას ჭიდაობის ფედერაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არც ექნება", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, მოჭიდავეების ოჯახის სახელით სარგებლობის უფლება არ აქვს არც ერთ თუნდაც ტიტულოვან სპორტსმენს.

„აქვე ვაცხადებთ, რომ ფედერაცია არ აკონტროლებს ცალკეული ყოფილი და მოქმედი მოჭიდავეების პოლიტიკურ სიმპათიებს და რჩება აპოლიტიკურ ორგანიზაციად", - აღნიშნავს ფედერაცია. 

22 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნების პარალელურად ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სხვა აქტივისტებთან ერთად სოფელ კორცხელში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანს, გიგა ბოკერიას, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს: ნიკა მელიას, თენგიზ გუნავას, ლაშა დამენიას, აგრეთვე - ფრაქცია „ერთიანი ნაიცონალური მოძრაობის" წევრს აკაკი მინაშვილს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^