Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“აუდიტორია 115-ის" სტუდენტი: თსუ-ის თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გამისწორდნენ

24 მაისი, 2016 19:53

სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წევრის გიორგი არობელიძის თქმით, მოძრაობის ერთ-ერთ წევრს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა სცემეს.

"დაახლოებით 5 წუთის წინ ვნახე დაცვის ოთახში ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს აუდიტორიის წევრი ცოტნე ცხვედიანი, რომელიც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის დერეფანში გადაადგილდება. მას გვერდს ჩაუვლის სტუდენტური თვითმმართველობის  ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბახტურიძე. აშკარად ჩანს, რომ ის რაღაცას მიაძახებს ცხვედიანს, რის შემდეგაც იგი ბრუნდება და ცხვედიანს საყელოზე ჰკიდებს ხელს. შემდეგ დაიწყო ჩხუბი, დერეფანში გამოჩნდა დაახლოებით 20-მდე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ "აუდიტორია 115"-ის სტუდენტს",- უთხრა გიორგი არობელიძემ "ლიბერალს". 

ლიბერალის კორესპონდენტთან საუბრისას ცოტნე ცხვედიანმა დაუდასტურა რომ დაპირისპირებაში თვითმმართველობის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბახტურიძეც მონაწილეობდა. 

დაცვის სამსახურის ცნობით, მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი, რომლებმაც ოქმი შეადგინეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^