ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველოს ვიზლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება დღეს ვერ მიიღეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიუსელში „რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
no decision by EU ambassadors to OK #Georgia visa liberalization today.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 24, 2016
ჟურნალისტი ასევე წერს, რომ საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 9 ივნისს უნდა იმსჯელოს და მოსალოდნელია, რომ ამავე შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინის, კოსოვოსა და თურქეთის საკითხსაც.
„ლიბერალის" კითხვაზე, თუ საიდან შეიტყო ჟურნალისტმა, რომ მუდმივმა წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, ჟურნალისტი პასუხობს, რომ ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, რადგან შეხვედრა დახურული იყო.
„ამაზე ოთახში ლაპარაკობდნენ. ყველაფერი ნაკლებად დრამატულადაა, ვიდრე ეს დღეს საქართველოში გამოჩნდა" - ამბობს ჟურნალისტი.
the goal is for council to decide on visa lib for #Georgia at the latest at the JHA council on 9 June. #Ukraine #Kosovo #Turkey likely later
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 24, 2016
@dato_parulava no statements. From people in the room. It is less dramatic than what I understand is presented in geo today
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 24, 2016
ევროკავშირის საბჭოში სხდომის 9 ივნისს ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემაც დაუდასტურა.
მისი თქმით, საკითხი განსახილველად ევროკავშირის საბჭოს მას შემდეგ უნდა გადაეცეს, რაც მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები (Coreper) განიხილავენ.