ოპტიკური ქსელის SilkTV ან SilkPhone ან ორივე სერვისის არსებული მომხმარებლები, რომლებიც 24 ივნისის ჩათვლით დაიმატებენ ინტერნეტ მომსახურებასაც, შეძლებენ ინსტალაციიდან 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლონ ინტერნეტით.
აბონენტს შეუძლია შეარჩიოს ოპტიკური ინტერნეტის 4 პაკეტიდან ერთ-ერთი. მინიმალური პაკეტის სიჩქარე 10 მბ/წმ-ია; მაქსიმალურის - 50 მბ/წმ. აქციის დასრულების შემდეგ მომხმარებლებისთვის ამოქმედდება სტანდარტული ტარიფები. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ცხელი ხაზის ან პორტალის my.silknet.com მეშვეობით პაკეტის შეცვლაა შესაძლებელი.
აქციაში ჩართვა ცხელი ხაზის 2 100 100 მეშვეობით მიმდინარეობს.
ოპტიკური ქსელით ამ ეტაპზე თბილისის გარდა სარგებლობს:
- ბათუმი
- ქუთაისი
- ფოთი
- ზუგდიდი
- ხაშური
- გორი
- ზესტაფონი
- თელავი
- რუსთავი
სილქნეტის ოპტიკური ქსელი მომხმარებელს უსწრაფეს, საიმედო და უწყვეტ ინტერნეტს სთავაზობს. მეტი წარმადობისთვის დამატებითი სერვისებია შეთავაზებული, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში უზრდის სიჩქარეს აბონენტს. ასეთია:
"ღამის ექსპრესი"
ამ დამატებითი მომსახურების გააქტიურებით თქვენი ინტერნეტ სიჩქარე ყოველ ღამე, 00:00 სთ-დან - დილის 08:00 სთ-მდე, 50 მბ/წმ–მდე გაიზრდება.
„ღამის ექსპრესის“ ყოველთვიური ღირებულება 5 ლარია. ტარიფი მომხმარებელს სააბონენტო გადასახადთან ერთად ერიცხება. სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ოპტიკური ინტერნეტით სარგებლობენ თბილისსა და რეგიონში.
"ტურბო ღილაკი"
მისი გააქტიურება ინტერნეტის სიჩქარეს 2 საათით 100 მბ/წმ-მდე გაგიზრდით. ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ სწრაფად გააგზავნოთ და მიიღოთ მონაცემები, ისარგებლოთ ისეთი კონტენტით, რომლისთვისაც მაღალი სიჩქარეა საჭირო. ტურბო ღილაკის პირველი აქტივაცია უფასოა, ყოველი მომდევნო აქტივაციის ღირებულება კი 1,5 ლარს შეადგენს.
ამ მომსახურების გააქტიურება ან გაუქმება ცხელ ხაზზე 2100100 კოდური სიტყვის დასახელებით არის შესაძლებელი. აქტივაცია პორტალზე my.silknet.com-სა და სილქნეტის სერვის ცენტრებშია შესაძლებელი.