„ნარკოდამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ტრაგედია, რეალურად, ეს არის ანტისოციალური ქმედებების ჯაჭვი, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ „ლიბერალის“ შეკითხვას - უნდა ისჯებოდეს თუ არა ნარკომოხმარება პატიმრობით?
„ნარკომომხმარებელი, იმისათვის, რომ დაიკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნილებები, ძალიან ხშირად და როგორც წესი, გამონაკლისების გარდა, ქმნის ასოციალურ სიტუაციას, როდესაც საზოგადოებას ექმნება საფრთხე. მან უნდა მოიპოვოს ის რესურსი და დაიკმაყოფილოს დამოკიდებულება. ეს არ არის ერთი ადამიანის ტრაგედია, ეს არის მთლიანად მთელი საზოგადოების ტრაგედია და საფრთხე“, - აღნიშნა სერგეენკომ.