Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვარამია: სასულიერო პირმა შემომითვალა, რომ გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში დაიწერა

30 მაისი, 2016 12:16

„სასულიერო პირმა შემომითვალა, რომ პირველი კოლეგიის დროს, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში დაიწერა და პირველი კოლეგიის ერთ-ერთ მოსამართლეს მისი განხორციელება დაევალა. ზეწოლა იყო დიდი. მან თავის მიძღვარს რჩევა ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო. პასუხი, რა თქმა უნდა, იყო, რომ მას უკანონო გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო“, - „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ის მზად არის ამ სასულიერო პირის ვინაობა გამოძიებასთან დაასახელოს. 

გვარამია აღნიშნავს, რომ საკუთარ წყაროს, რომელსაც 3 ადამიანის შუამდგომლობით დაუკავშირდა, აბსოლუტურად ენდობა და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მისი თქმით, პროკურატურას აქვს ვალდებულება, საჯარო განცხადების საფუძველზე მოკვლევა დაიწყოს: „აიცილეთ საქმე ან გადაეცით პროკურატურას“.

„თქვენი კოლეგა მოძღვართან გადაწყვეტილების დეტალებსაც ყვება. ასევე ნახსენები ჰყავს ის პირები, ვინც ამ გადაწყვეტილებას მასთან ათანხმებდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ გვექნება თქვენი ნდობა, თქვენ ხართ წულუკიანის ინტერესების გამტარებელი, თანახმა ხართ იმაზე, რაზეც წინა კოლეგიები არ იყვნენ თანახმა. ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი სამართლებრივად დასაბუთებული განმარტება, რატომ მოხდა წინა ორი კოლეგიის აცილება.“, - მიმართა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოს.

დღეს სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

„ახლა მზად ვართ, რომ უკვე განჩინებებზე დავიწყოთ საუბარი,რომელიც გასაჩივრებული გვაქვს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში“, - მურადაშვილის თქმით, სასამართლო პროცესზე დღეს ამ განჩინებებზე ისაუბრებენ და შემდეგ უშუალოდ სააპელაციო საჩივარზე გადავლენ.

„იცით, რომ ურთმელიძემ მათ არ დაუკმაყოფილა მოთხოვნები საავტორო უფლებებისა და 18 მილიონის ნაწილში. შუამდგომლობებს რაც შეეხება, არ გვაქვს. თუ პროცესის განმავლობაში გამომჟღავნდება რაიმე გარემოება, ამას პროცესზევე გავაკეტებთ“, - ამბობს თამთა მურადაშვილი. 

მისივე თქმით, მოსამართლე ნაზღაიძეე იყო იმ კოლეგიაში რომელმაც განიხილა „რუსთავი 2-ზე“ დადებული ყადაღა. მაშინ ჯერ სააპელაციო სარჩელი შესული არ იყო. ჯერ გასაჩივრდა „რუსთავი 2-ზე“ დადებული ყადაღა, შემდეგ უკვე საბოლოო გადატყვეტილება გასაჩივრდა და უკვე დაეწერა მეორე კოლეგიას. თუმცა შემდეგ მეორე კოელგია შეიცვალა და დაეწერა ამ კოლეგიას. მისივე განმარტებით, როგორც წესი, კოლეგია რომელიც ყადაღის დაკითხს იხილავდა, მასვე უნდა დაწეროდა არსებუთი გამხილვაც, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. შეიცვალა და დაეწერა სხვა კოლეგიას, რომელიც შემდგომ ისევ შეიცვალა: ნატა ნაზღაიზე, ქეთევან მესხიშვილი და გოდერძი გიორგიშვილი.

სააპელაციო სასამართლომ არ დაკმაყოფილდა აცილების შუამდგომლობა. რაც შეეხება გამოძიებას, საქმის მასალებს საგამოძიებო ორგანოში გადააგზავნის. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^