Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მანანა კობახიძეს ბიძინა ივანიშვილის ღია წერილმა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა გაახსენა

30 მაისი, 2016 17:55

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილიდან დაინახა, რომ „ჩვენ გვყავს ადამიანი, რომლის ფასიც ჯერ შეიძლება კარგად კიდევ არ ვიცით" - ექსპრემიერის ღია წერილზე მას ილია ჭავჭავაძის წერილები გაახსენდა. 

„არც მკრეხელობაში ჩამითვალოთ, არც გადაჭარბებაში, არც გაზვიადებაში, არც რაღაც სხვა მიზნებში, მაგრამ თავის დროზე, ალბათ, როცა ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა, თუ თავის მიმართვებს აკეთებდა სზოგადოების წინაშე, მე-19 საუკუნეში, მას ჰქონდა ძალიან დიდი ფასი და ძალიან დიდი როლი ჰქონდა მის სიტყვას. მაშინ სხვა დრო იყო. მაშინ სხვა მოცემულობა იყო", - თქვა კობახიძემ „TV პირველის" ეთერში. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფასი ჯერ კიდევ შეუფასებელია.

„თავისი შრომით, ენერგიით, თავისი მეცენატობით, რომელიც ჯერ აუწონელი და შეუფასებელია... მსგავი რამ არავი გაუკეთებია. აიღეთ XX საუკუნე, XXI საუკუნე. შეძლებული ადამიანიც გვყოლია, ძალიან ბევრი წარმატებულიც, მაგრამ ასე გადაედოს ადამიანს ყველაფერი საკუთარი ქვეყნისთვის, ასეთი მაგალითი მე არ ვიცი" - თქვა კობახიძემ. 

დღეს ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^