Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"მე და საზოგადოება" ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმებში შევიდა

30 მაისი, 2016 19:37

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი, 2017-2023 წლებისთვის გათვლილი ეროვნული სასაწავლო გეგმები დაამტკიცა.

დამტკიცებულ სასწავლო გეგმებში არის  საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების საგნები,-  "მე და საზოგადოება", რომელიც მე-3 და მე-4 კლასებისთვისაა განკუთვნილი და "ჩვენი საქართველო", რომელიც მე-5 და მე-6 კლასებისთვისაა განკუთვნილი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ახალი სასწავლო გეგმის დამტკიცებას ხელი მიმდინარე წლის 18 მაისს მოაწერა, ხოლო 25 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

">http://

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმების პრეზენტაცია ახლო მომავალში გაიმართება.

უნდა დანერგილიყო თუ არა საქართველოს საჯარო სკოლებში საგანი "მე და საზოგადოება", აქტიური დისკუსიის საგანი იყო თვეების განმავლობაში. საგნის შინაარსისა და მიზნების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი საქართველოს საპატრიარქო. საგნის დანერგვის მოწინააღმდეგეთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის” დამფუძნებელი და დემოგრაფიული განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ვასაძე იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^