Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღლონტი და აკობია: ისაკაძის გაძევება პირველი ნაბიჯია „მაესტროს“ სამთავრობო არხად ქცევის

31 მაისი, 2016 13:35

„დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ახლა ვერ შეძლებთ თქვენი და თქვენი კოლეგების უფლებების დაცვას, უახლოეს მომავალში “ირაკლი რუხაძე და კომპანია“ აუცილებლად დაცლის ,,მაესტროს” პრინციპული ადამიანებისგან!“, - ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლები მამუკა ღლონტი და ეკა აკობია გიორგი ისაკაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებენ.

„მივმართავთ “მაესტროს“ ჟურნალისტებს:
გიორგი ისაკაძის „მაესტროდან“ გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს “ქართული ოცნება“ “იმედის“ მეპატრონის , ირაკლი რუხაძის ხელით. მოგიწოდებთ, მხარში დაუდგეთ ერთმანეთს და არ დაუშვათ “მაესტროს“ სახელისუფლებო არხად გადაქცევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ისაკაძე თავის მხრივ განმარტავს, რომ ძირითადი მიზეზი გათავისუფლებისა მისი და „ბიზნესკონტაქტის“ გუნდის სურვილი გახდა გასულიყვნენ ე.წ. აუთსორსზე და ამით უზრუნველეყოთ სარედაქციო დამოუკიდებლობა.

როგორც გიორგი ისაკაძე აცხდებს, მისი გათავისუფლების შესახებ განცხადება, რომელიც მან ელექტრონული ფოსტით მიიღო, არ იყო მისთვის სიურპრიზი, რადგან მანამდე ჰქონდა შეხვედრა „მაესტროს“ გენერალურ დირექტორთან ზურაბ ნაყეურთან ამ საკითხთან დაკავშირებით.

ისაკაძე მოუწოდებს „ბიზნესკონტაქტის“ გუნდს არ დატოვონ „მაესტრო“.

„მე არ მაქვს უფლება, რომ ამ გადაცემის პროდუსერებს, ოპერატორებს წამყვანებს ეს მოვთხოვო, მაგრამ ჩემი დაბეჯითებითი სურვილია, რომ პროექტებმა გააგრძელოს ეთერში ყოფნა, მე ეს პროექტები დახურვისთვის არ შემიქმნია. თუ ამას სწორად გადახარშავს მაესტროზე არსებული ბიზნესგუნდი, მე მგონია, რომ ისინი სწორ და საღ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ცხადია ეს არის ჩემი მხოლოდ და მხოლოდ დაბეჯითებითი სურვილი.

.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^