Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

16 წლის მოზარდების 18% თამბაქოს მომხმარებელია - თამბაქოსთან ბრძოლის დღე თბილისში

31 მაისი, 2016 19:18

„13-დან 15 წლის ასაკის  მოზარდებში რეგულარული, ყოველდღიური მწეველი 7%-ია. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ  ნახევრაზე მეტი, დაახლოებით 60%, განიცდის თამბაქოს მოხმარებას ოჯახსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. უმეტესობა -  80% აღნიშნავს რომ მათთვის ადვილია თამბაქოს ყიდვა. იცის, რომ ცუდია თამბაქო, მაგრამ ინფორმირებული ქცევის შეცვლას არ განაპირობებს. 2015 წელს კვლევა ვაწარმოეთ 16 წლის სკოლის მოსწავლეებშიც, ასეთი კვლევა სტანდარტულად ევროპის ყველა ქვეყანაში ტარდება, ჩვენთან ეს  პირველი იყო. აღმოჩნდა, რომ 16 წლის ბავშვების 18% თამბაქოს მომხმარებელია. 20% სიგარეტი მოწევას 9 წლიდან იწყებს. ნახევარზე მეტი ამბობს, რომ თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშაა, თითქმის 100% ამბობს, რომ რეკლამის გავლენის ქვეშ არის,“ - ბოლო კვლევების მონაცემებზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, 2014 წელს ზრდასრული მოსახლეობის კვლევის მიხედვით, 28% მწეველია. 80% მხარს უჭერს თამბაქოსგან თავისუფალ სამუშაო ადგილებს, საჯარო სივრცეს და დაწესებულებებს. ლელა სტურუა ამბობს, რომ  40%-ზე მეტი ცდილობს მოწევაზე  თავის დანებებას, თუმცა ვერ ახერხებს.  9% აღმოჩნდა, ვინც ეს მოახერხა,  რაც აჩვენებს რომ თამბაქოზე თავის დანებების სერვისები გასაძლიერებელია.  

„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - ამ დღესთან დაკაშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით მოწყობილ შეხვედრას სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ფარგლებში წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, 2016 წელს მოემზადონ თამბაქოს პროდუქტების სადა (სტანდარტიზებული) შეფუთვისთვის,  თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მანამდე სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებებია რიგში, როგორებიცაა საჯარო სივრცის თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლება, ასევე, რეკლამის აკრძალვა.

„ამ დღის მიზანია, მეტი ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობამდე თამბაქოს მავნებლობის შესახებ. რა შედეგი მოაქვს თამბაქოს მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის.  ის არის მიზეზი ისეთი დაავადებების, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადება და ა.შ ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანი  და საქართველოში 11000-მდე ადამიანი კვდება თამბაქოზე დამოკიდებულებისგან გამოწვეული  სირთულეებით. ჩვენ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ამ მავნე ჩვევის აკრძალვის შესახებ. სახელმწიფომ მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს საჯარო დაწესებულებების, რესტორნების თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლებას. წელს არის მთავარი სლოგანი და ნელ-ნელა უნდა წავიდეთ ე.წ. სადა შეფუთვისკენ, რაც  ნიშნავს რომ ის ნაკლებად მიმზიდველი იყოს, გასაკუთრებით ახალგაზრდებისთვის“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

შეხვედრაზე „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ ორგანიზაციის მიერ წარმოებულ კვლევებზე ისაუბრა. მისი თქმით, 12 წლამდე მოზარდებში ფოკუსჯგუფების კვლევამ აჩვენა, რომ მათზე დიდ გავლენას ახდენს რეკლამა, რასაც უყურებენ როგორც გარეთ ბილბორდებზე, ისე ტელევიზიით.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინიციატივით დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა სახელწოდებით „ნუ მაბოლებ“. აქციის მონაწილეები დეპუტატებისგან თამბაქოს რეგულირების კუთხით კანონპროექტების ინიცირებას მოითხოვდნენ.  ისინი თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციასაც დაესწრნენ, სადაც  დადგეს ბანერი - „თქვენ უკვე მოკალით 35145 ადამიანი. ნუ ბლოკავთ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^