Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალურად დაუცველები ორშაბათიდან ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავენ

01 ივნისი, 2016 14:58

სოციალურად დაუცველები დღეს ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი წლებია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობენ. ამბობენ,რომ არაერთი აქციის და მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო მათ პრობლემებს უგულებელყოფს. აქციის მონაწლეები მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ. თუმცა, მათთან სასაუბროდ სამინისტროდან არავინ გამოსულა. დაცვის თანამშრომელის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები მათ იმ შემთხვევაში გაესაუბრებოდნენ, თუ მათგან ორი კაცი შენობაში შევიდოდა მოსალაპარაკებლად. აქციის მონაწილეებმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვეს და განაცხადეს რომ მინისტრი ვალდებულია გამოვიდეს და ყველას ერთად დაელაპარაკოს. 

"ლიბერალი" ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს თეა ბოლქვაძეს დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა მინისტრო სოციალურად დაუცველებთან სასაუბროდ  გასვლას  არ აპირებს რადგან ქუჩა დიალოგის ადგილი არ არის.

აქციის დროს სამინისტროს შენობასთან პოლიციის ორი მანქანა გამოჩნდა და რამდენიმე სამართალდამცავი. ისინი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. 

სოციალურად დაუცველებმა განაცხადეს რომ წლებია სახელმწიფო მათ არ ელაპარაკება და პოლიციას აგზავნის მათ დასაშლელად.

ისინი აპირებენ ორშაბათიდან მართომასშტაბიანი აქციების დაწყებას.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^