„ამ აპლიკაციების იდეა ის არის, რომ ბავშვები მაინც თამაშობენ თამაშებს და ბარემ ეს დრო საგანმანათლებლო აპლიკაციებში დახარჯონ“, - ჯეოლაბის რექტორი სანდრო ასათიანი „ლიბერალთან“ სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილ საგანმანათლებლო აპლიკაციების შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, აპლიკაციები უფასოა და მათი მოძიება Google Play-ზე შეიძლება.
„ძირითადად, ანდროიდისთვისაა შექმნილი, ზოგიერთის გამოყენება შესაძლებელია iOS-ზეც და კომპიუტერშიც, მაგრამ ძირითადი ნაწილი ანდროიდისთვისაა. ჩემი გაკეთებული აპლიკაციები ჯამში 10-მდეა. საგანმანათლებლო კუთხით თუ დავყოფთ, არის ქართული, მათემატიკა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული“, - „ჯეოლაბის" რექტორის თქმით, ეს არის განკუთვნილი დაახლოებით 3 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის, ანუ როცა ბავშვი იწყებს ტელეფონით თამაშს.
სანდრო ასათიანი აპლიკაციების მუშაობის პრინციპსაც განმარტავს.
„სხვადასხვა ტიპისაა. არის ანბანი, სადაც სწორად უნდა შემოხაზო ასოები, ჩემი შვილი, მაგალითად, 2-წლინახევრის იყო, ანბანით თამაში რომ დაიწყო. არის აპლიკაცია მათემატიკა, ბუშტები დაფრინავს, განტოლებები აწერია და სწორ პასუხს თუ დააჭერ, ბუშტები სკდება. ამის გარდა არის ლიტერატურაც. მოთხრობები, რომელსაც აპლიკაცია უკითხავს, მაგალითად არის ნაცარქექია, სათაგური, თხა და გიგო, სადაც სიტყვები, რომლებსაც უკითხავს, წითლდება. ბავშვს შეუძლია ინტერაქციაში შევიდეს, თხას დააჭიროს ხელი“, - ამბობს ასათიანი.
მისი თქმით, ეს აპლიკაციები სხვადასხვა პროექტის ფარგლებშია შექმნილი სხვადასხვა დროს, მაგალითად საბას, Microsoft-თან თანამშრომლობის ფარგლებში.
„უმეტესობა ჯეოლაბშია შექმნილი. დღესდღეობით ჯეოლაბის ლექტორებმა შექმნეს კომპანია SeeMind, რომელიც, ძირითადად, საგანმანათლებლო თამაშების შექმნაზე იმუშავებს“, - უთხრა „ლიბერალს“ სანდრო ასათიანმა.
გთავაზობთ აპლიკაციების ლინკებს.
აპლიკაციები კომპიუტერისათვის მომზადდა SeeMind და GeoLab-თან ერთად
http://learning.geolab.club/wp-content/uploads/2016/04/Math-BasketBall.rar
http://learning.geolab.club/wp-content/uploads/2016/04/Math-Balloons-Exe.rar
http://learning.geolab.club/wp-content/uploads/2016/04/Math-Basket.rar
აპლიკაციები მობილური ტელეფონებისა და ტაბლეტებისათვის:
ინტერაქტიული ანბანი: მომზადდა საბასთან(saba.com.ge) ერთად
ჯიუტი თხები: მომზადდა საბასთან(saba.com.ge) ერთად
დაახარისხე და გადაამუშავე: მომზადდა SeeMind და GeoLab-თან ერთად CENN-ის დაკვეთით
Android: https://play.google.com/store/apps/details?id=com.Geolab.interactiveBook
მათემატიკური ბუშტები: მომზადდა SeeMind და GeoLab-თან ერთად
Android: https://play.google.com/store/apps/details?id=com.Geolab.Balloons
Math Basket: მომზადდა SeeMind და GeoLab-თან ერთად
Android: https://play.google.com/store/apps/details?id=com.Seemind.MathBasket