Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოტე კუბლაშვილი: დისციპლინური საქმის წარმოება კონფიდენციალურია

02 ივნისი, 2016 12:56

უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის თქმით, სადისციპლინო კანონის მიხედვით  დისციპლინური საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალურია, „არც მე და არც სხვას არ აქვს უფლება, ეს გაამჟღავნოს და თქვას, რომ ასეთი რამ მოხდა, ან არ მოხდა. ამიტომ ვერაფერს გეტყვით. დისციპლინური საქმის წარმოების პროცესი ასეთია: ჯერ იკვლევს იუსტიციის საბჭო და თუ მიიჩნევს, რომ დარღვევაა, მერე გადაეცემა სადისციპლინო კოლეგიას, რომლის გადაწყვეტილებები საჯაროა. მანამდე პროცესი კონფიდენციალურია. ამიტომ იმაზეც ვერ ვისაუბრებ, ეს საკითხი განიხილებოდა თუ არა".

კოტე კუბლაშვილის თქმით, გაფრთხილების ბარათის გაცემა სადისციპლინო კომისიასაც შეუძლია და იუსტიციის საბჭოსაც. თუ საბჭომ გასცა სარეკომენდაციო ბარათი, ესე იგი მიიჩნია, რომ დარღვევა მნიშვნელოვანი არ იყო და შესაბამისად, არ გადასცა სადისციპლინო კოლეგიას.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესის შესახებ კანონის მიხედვით, სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია - კონფიდენციალური. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებულები არიან, დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის შესახებ ინფორმაცია გაავრცელაა. როგორც ნიკა  გვარამიამ განაცხადა, კონფიდენციალური წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ „ნათია გუჯაბიძე იდევნება თაღლითობისთვის საქართველოს პროკურატურის მხრიდან".

„საქმე ისაა, რომ 2014 წელს მას გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ, როგორც თავად განაცხადა, არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება, რაც მიღებული პრაქტიკაა. აღმოჩნდა, რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა დედისგან. შესაბამისად, ითვისებდა ამ თანხას უკანონოდ. ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის და დაიწყო ამ საკითხზე მოკვლევა თავის დროზე," - ამბობს ნიკა გვარამია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^