Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

WISG-ის კვლევა: „ჰომოსექსუალობა, როგორც არჩევანი“ ნაკლებად გავრცელებული თეორიაა

02 ივნისი, 2016 17:54

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG)" კვლევის მიხედვით, „ჰომოსექსუალობა, როგორც არჩევანი“ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გავრცელებული თეორიაა.

გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე ბიოლოგიური ფაქტორები ახდენს გავლენას, 38,2% კი სოციალურ ფაქტორებს ასახელებს. რესპონდენტთა 8,1% ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალობა არჩევანია.

გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც სოციალური ფაქტორების თეორიას ემხრობა, სხვებზე მეტად იზიარებს ნეგატიურ სტერეოტიპებსა და მითებს, რომელიც ლესბოსელებისგან/გეებისგან მომდინარე „საფრთხეებს“ უკავშირდება. ასევე ნაკლებად ეთანხმება უფლებრივ თანასწორობასთან დაკავშირებულ დებულებებს.

იმ რესპონდენტების 48.3%, ვინც იცნობს ლგბტი ჯგუფის ერთ წარმომადგენელს მაინც, ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალობის ჩამოყალიბებაზე ბიოლოგიური ფაქტორები ახდენენ გავლენას. 26.5% კი ფიქრობს, რომ  ჰომოსექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე სოციალური ფაქტორები ახდენს გავლენას. მათ შორის, ვინც არ იცნობს ჯგუფის წარმომადგენლებს ბიოლოგიური (38.3%) და სოციალური (40.5%) ფაქტორები თითქმის თანაბრად პოპულარულია.

რესპონდენტებისთვის ლგბტ საკითხებზე ინფორმაციის ძირითადად წყარო მედიაა, კერძოდ, სატელევიზიო შოუები და ახალი ამბები.

კვლევის „საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ“ ფარგლებში 2000 ადამიანი გამოიკითხა. რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი მართლმადიდებელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^