„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციური ძალა, ე.ი. სასამართლო გათავისუფლდა ოპოზიციისგან, ეს ეხება ყველა ოპოზიციურ პარტიას და ხელისუფლების ყველა შტოს", - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „მურუსიძემ ძალიან დიდი ალბათობით მოახერხა და გათავისუფლდა „ნაციონალური მოძრაობის" ზეწოლისაგან, ამიტომაც ეს ზეწოლა „ნაციონალური მოძრაობის", მართული მედიის და NGO-ების მხრიდან მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს“.
ლევან მურუსიძე ყველა პოლიიტკოსს მოუწოდებს, რომ პატივისცემით მოექცნენ სასამართლო ხელისუფლებას მასზე საუბრის დროს.
„ხარვეზები გვაქვს, მაგრამ სასამართლო დღეს დამოუკიდებელია. ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ სასამართლო არის ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის. სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას სწორად მიაჩნია. მე პატივს ვცემ ყველა იმ მოსამართლეს, ვინც დღეს მართლმსაჯულებას ასრულებს. ეს მოსამართლეები ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე. ლანძღვა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია“, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
ლევან მურუსიძის თქმით, ყველა თანხმდება იმას, რომ „ადრე სასამართლოზე ხელისუფლების გავლენები იყო", მაგრამ ახლა ყველა ძალის გავლენისგან გათავისუფლდა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სასამრთლო კიდევ უფრო უკეთესი გახდება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის განცხადებით, მას ბიძინა ივანიშვილთან სასამართლოს პრობლემებზე საუბარი ჰქონდა.
„ხელფასების მომატების თემა, სასამართლოს დამოუკიდებლობის თემა იყო და გაუცვალე ჩემ ხევდა და მოსაზრებები. არ არის სასამართლო დღეს არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის და არც მურუსიძის",-აცხადებს ლევან მურუსიძე.