Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

03 ივნისი, 2016 14:59

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

პრემიერმა თამარ სანიკიძეს მადლობა გადაუხადა. როგორც პრემიერი ამბობს, სანიკიძემ განათლების სისტემაში ბევრი მიმართულებით გადადგა რეფორმატორული ნაბიჯები. 

„სანიკიძე ჩვენი გუნდიდან შორს არ მიდის. უახლოეს პერიოდში მის ახალ მანდატზე ვისაუბრებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - ამბობს პრემიერ-მინისტრი. 

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების ახალ მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა დანიშნა. 

„მინდა წარმოგიდგინოთ ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი 20 წელზე მეტი გამოცდილებით მართვის სფეროში. მან დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ უკვე ESM-ის ბიზნეს სკოლა. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ასევე ინოვაციისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლების სფეროში", - თქვა კვირიკაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^