პარიზში მდინარე სენის წყლის დონემ ბოლო წლებში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში წყალდიდობაა.
BBC-ის ინფორმაციით, წყალდიდობის გამო, ლუვრისა და ორსეის მუზეუმები დაიკეტა, რათა ექსპონატები უსაფრთხო ადგილზე გადაიტანონ.
დაღუპულთა რაოდენობა პარიზში 15-მდე გაიზარდა.
წყალდიდობა ევროპის რამდენიმე ქვეყანას შეეხო, მათ შორის ბელგიას, ავსტრიას, ნიდერლანდებსა და პოლონეთს.
ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.