Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალურად დაუცველები დღეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდნენ

06 ივნისი, 2016 19:24

სოციალურად დაუცველები დღეს, ეკონომიკის სამინისტროსთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. სანზონაში, ერთ-ერთი პოლიკლინიკის სხვადასხვა, ორ შენობაში შესული დევნილები და სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიის გაყვანას უკვე მესამე წელია ითხოვენ. თუმცა, მათ შესვლამდე დაგროვებული დავალიანების გამო, კერძო კომპანია მათ ელექტროენერგიის გაყვანაზე უარს ეუბნება, სანამ დავალიანებას არ გადაიხდიან. სოციალურად დაუცველებმა პირველი აქცია 1 ივნისს გამართეს, თუმცა მაშინ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, რადგან ადმინისტრაცია მათ რამდენიმე წარმომადგენელს სამინისტროში შეხვედრას სთავაზობდა. აქციის მონაწილეებს კი, სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრა საჯაროდ, ყველა მოსახლესთან ერთად უნდოდათ.

დღეს გამართულ აქციაზე სოციალურად დაუცველებს ელექტროენერგიის გაყვანასთან დაკავშირებით საუბარი ისევ საჯაროდ სურდათ, თუმცა  საბოლოოდ, მათი ორი წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრისა" და სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამინისტროში, ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, მირიან ჩაჩავას შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ EMC-ის იურისტმა, ლინა ღვინიანიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, მას აქამდე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ამ კონკრეტული პრობლემის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია. რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის გზებს, ლინა ღვინიანიძის ინფორმაციით, მირიან ჩაჩავამ თქვა, რომ "ჯერ ამ ობიექტებზე უნდა გაარკვიონ მესაკუთრეობის საკითხი, კერძოდ, რა ნაწილშია სახელმწიფოს უფლებამოსილება ამ ქონებაზე და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ შენობაზე (სამსართულიან ობეიქტზე), რომელზეც სახელმწიფო ეთითბირა კერძო მესაკუთრეს და დადგენილი არ არის, ზუსტად რა ნაწილია სახელმწიფოსი. ამიტომ ჩაჩავას თქმით, პირველ რიგში,  ეკონომიკის სამინისტრომ ეს უნდა გაარკვიოს. რაც შეეხება მეორე ობიექტს, (7-სართულიანი შენობა),  ამ ფართის მესაკუთრე არის ერთ-ერთი სააქციო საზოგადოება და  აქ ეკონომიკის სამინისტროს პირდაპირი უფლებამოსილება არ გააჩნია, მაგრამ სახელწმიფო მი წილს ფლობ, ამიტომ დაგვპირდნენ, რომ მათ დაელაპარაკებიან", - აღნიშნა ღვინიანიძემ.

ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შემდეგი შეხვედრა ხუთშაბათს, 2 საათზეა დაგეგმილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^