საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და დროულად დასრულების მნიშვნელობას. ამ და სხვა საკითხებს ქართული და გერმანული მხარეები გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ.