Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროპარლამენტი: საქართველოს უვიზო მიმოსვლა სხვა ქვეყნების საკითხს არ უნდა დაუკავშირდეს

07 ივნისი, 2016 21:25

საქართველომ დააკმაყოფილა ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა და ამდენად, იგი იმსახურებს უვიზო მიმოსვლის რაც შეიძლება მოკლე დროში მიღებას. საქართველოს საკითხი არ უნდა დაუკავშირდეს ვიზის საკითხზე ევროკავშირის მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთან - თურქეთთან, უკრაინასა და კოსოვოსთან - ევროპარლამენტის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა. ევროპარლამენტისავე ინფორმაციით, დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებისთვის ნიადაგი მოამზადონ. 

ევროპარლამენტის განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველო მკვეთრად გამოხატავს საკუთარ ევროპულ და ევროატლანტიკურ მსწრაფებებს... ხედვას, რომელიც გაზიარებულია სხვადასხვა ეროვნული პოლიტიკური პარტიების მიერ" - განაცხადა გირგი მარგველაშვილმა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების განხილვისას. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელ დეპუტატებს მან განუმარტა, რომ საქართელო ასრულებს თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ რეფორმებს. 

ევროპარლამენტარები მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისკენაა მიმართული და პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ შერჩევითი სამართლის, პოლიტიკოსთა დაპატიმრებისა და მედიის შეზღუდვის ფაქტები აღმოფხვრას.

დეპუტატებმა ისიც აღნიშნეს, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა უნდა მიანიჭოს, რამდენადაც ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა. მათი თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი სხვა ქვეყნების - თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხების განხილვის გამო „მძევალი" არ უნდა გახდეს. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დეპტატებს ინფორმაცია მიაწოდა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების შესახებ და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ქვეყანაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დამკვირვებელთა მისიები გამოგზავნონ. დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო მოახერხებს წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში ჩატარებას და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, „ძალადობის საწინააღმდეგო აქტს" მოაწერონ ხელი" - ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რელიზში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^