Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზალკალიანი: მთელი დიპლომატიური რესურსია მობილიზებული, რომ უვიზო მიმოსვლა მალე მივიღოთ

07 ივნისი, 2016 22:20

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ვიზლიბერალიზაციას აუცილებლად მიიღებს, უბრალოდ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მისი თქმით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს ევროკავშირის წევრ თითოეულ ქვეყანასთან. 

„სტატია, რომელიც გუშინ ფიგურირებდა ქართულ მედიაში, ხშირად ნუ წარმოვაჩენთ ცალკეული პოლიტიკოსების გამონათქვამებს ქვეყნის პოზიციად. ჩვენ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან. გუშინ მოგეხსენებათ შედგა პრემიერის სატელეფონო საუბარი კანცლერ მერკელთან. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყანა ძალიან კარგად გაითავისებს იმ შედეგებს, რომლებიც შესაძლოა ამ პროცესების გაჭიანურებას მოჰყვეს. ასე რომ, ჩვენი პარტნიორებისთვის კარგად არის ცნობილი არგუმენტები. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ როგორც აქ, თბილისში ისე ჩვენი საელჩოებისა და მისიების საშუალებით ევროპულ დედაქალაქებში. მოგეხსენებათ, მაღალი დონის ვიზიტებიც მიმდინარეობს. პრეზიდენტი იმყოფება სტრასბურგსა და ბრიუსელში და მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებია. პარლამენტის თავმჯდომარე მიემგზავრება გერმანიაში. იგეგმება ასევე პრემიერის ვიზიტიც. ასე რომ, მთელი ჩვენი დიპლომატიური რესურსი იქითკენაა მობილიზებული, რომ მივიღოთ პოზიტიური გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე" - თქვა ზალკალიანმა. 

იგი განმარტავს, რომ ერთი წუთითაც არ უშვებს იმის ალბათობას, რომ რომ საქართველოს არ მიეცემა ვიზალიბერალიზაცია. იგი დარწმუნებულა, რომ საქართველო მას აუცილებლად მიიღებს, უბრალოდ ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. 

„ხვალ არის კორეპერის დონეზე განხილვა და იმედი მაქვს, რომ იქნება პოზიტიური განხილვა. შემდეგ საკითხი გადაეცემა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრას, რომელიც 10 ივნისს გაიმართება და ეს შეხვედრა იქნება ერთ-ერთი მნიშნელოვანი ეტაპი. სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება ცნობილი დროის ის საზღვრები, თუ რა ჩარჩოებშია შესაძლებელი, რომ გადაწყვეტილება მიიღონ" - თქვა ზალკალიანმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^