„არჩევნების თაობაზე გაკეთდა კონტრასიგნაცია. 8 ივნისიდან საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერი განმარტავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი რეგულაციები კანონმდებლობის მიხედვით შევა ძალაში.
კვირიკაშვილის შეფასებით, სტანდარტი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, იზღუდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნოდ, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის კუთხით.
„პრეზიდენტთან ერთად გამართულმა კონსულტაციებმა, შედეგი გამოიღო", - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.