Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა ნარკოტესტირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

08 ივნისი, 2016 20:49

პარლამენტმა ნარკოტესტირებასთან დაკავშირებულ დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს მხარდასაჭერად 9 ხმა დააკლდა.

კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ პირი უარს განაცხადებს ნატკოტესტირებაზე, შემდეგ მისი არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლო განჩინების საფუძველზე გახდება შესაძლებელი. 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, თუ პოლიციელს ექნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული ნივთიერება, იგი უფლებამოსილი იქნება, დააკავოს იგი.

თუ დაკავების შემდეგ პირი ნარკოტესტირებაზე თანახმა იქნება, იგი გამოკვლევისთვის უფლებამოსილ პირს წარედგინება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება თანახმა - „პოლიციელი შეადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს".

კანონპროექტით, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შესახებ ვარაუდი დასაბუთებულია, მას უფლება ექნება, გამოიტანოს განჩინება არანებაყოფლობითი გამოკვლევის შესახებ. 

„პოლიციელის მიერ სამართალდამრღვევის არანებაყოფლობითი გამოკვლევისთვის უფლებამოსილ პირთან წარდგენა მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე იქნება შესაძლებელი", - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ვარაუდი, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე, იგი უფლებამოსილი იქნება შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და გაათავისუფლოს დაკავებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^