Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარმანია: პატარა ჰესი ბოტანიკური ბაღისგან მოშორებით შენდება და არა ბაღში

09 ივნისი, 2016 13:21

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ჰესი არა ბოტანიკური ბაღის, არამედ მისგან მოშორებით შენდება და ამის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო.

ნარმანიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჰესის მშენებლობა ბოტანიკურ ბაღში იგეგმება, სიცრუეა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესი არ შენდება. რაც შეეხება მის გარეთ საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე პატარა ჰესის მშენებლობას, აღნიშნულთამ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ჩვენთან ჯერ პროექტის განხორციელებაზე მშენებლობის ნებართვა არ გაგვიცია, თუმცა დადგენილი წესით ის განხილული იქნება“ - თქვა ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ბოტანიკურ ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „შარშან, წლის ბოლოს, კალაძემ, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა და „წავკისი ჰესმა“ , ასე ვთქვათ, ივანიშვილის კომპანიამ, გააფორმეს მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც ბოტანიკურ ბაღში უნდა აშენდეს ჰესი თავისი კაშხლით“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^