სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშისა (60%) და შპს „პანორამას“ (40%) ცნობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 7 ივნისს მტკიცებულებათა გამოკვლევით დასრულდა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
„რუსთავი 2-მა" სააპელაციო სასამართლოში 3 ნოემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის სარჩელი და „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამას“ (40%) ცნო.
„რუსთავი 2" აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას მოითხოვს.
„რუსთავის 2-ს" სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან ერთად მოითხოვს საქალაქო სასამართლოს რამდენიმე განჩინებისა და საოქმო განჩინებების გაუქმებასაც.