Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩის" პასუხი შემოსავლების სამსახურს - უწყება ცდილობს რეალობა ნათელ ფერებში დახატოს

11 ივნისი, 2016 15:18

კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძემ, არაერთხელ საჯაროდ გააკრიტიკა შემოსავლების სამსახური ბიზნესის მიმართ უხეში და კონტრპროდუქტიული დამოკიდებულების გამო, ამ უწყების მიერ კომპანიების ანგარიშების გაყინვისა და ქონების გირავნობა/იპოთეკით დატვირთვის შემთხვევებში. ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ასეთი ქმედებები განპირობებულია იმით, რომ შემოსავლების სამსახურის მიზანია მოახდინოს ბიუჯეტში შემოსავლების ნებისმიერი გზით მობილიზება, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ასეთ ქმედებებს ცალსახად მოჰყვება ბიზნესის შეჩერება, სამუშაო ადგილების დაკარგვა და ზოგადად, ქვეყნის იმიჯის გაუარესება ბიზნეს-კლიმატის თვალსაზრისით.

დღევანდელ განცხადებაში შემოსავლების სამსახური ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს ბრალდებები აცდენილია რეალობას და უწყება მოქმედებს მკაცრად კანონის ფარგლებში.

ძალიან სამწუხაროა, რომ ფინანსთა სამინისტრო არსებული სერიოზული პრობლემისთვის თვალის გასწორების ნაცვლად, კიდევ ერთხელ ცდილობს რეალობა ნათელ ფერებში დახატოს. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, რომელიც სახარბიელო მდგომარეობაში ისედაც არ არის.

ჩვენი ინფორმაციით:

- 2015 წელს, ჯამში, საქართველოს მასშტაბით, შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა კომპანიების დაახლოებით 3,250 საბანკო ანგარიშის გაყინვა!

- აქედან დაახლოებით 1,720 ანგარიშს (53%-ს, ნახევარზე მეტს!) ინკასო რამდენიმე კვირასა თუ თვეში იმ მიზეზით მოეხსნა, რომ ანგარიშის გაყინვის საფუძველი არ არსებობდა!

- ამ 1,700-დან დაახლოებით 60 ანგარიშს ინკასო მოეხსნა პირდაპირ მინისტრის ბრძანებით, რადგან კომპანიებმა ვერ შეძლეს სხვაგვარად სასურველი და სამართლიანი შედეგის მიღწევა!

- ჯამში, ამ ქმედებებით ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებულია მხოლოდ და მხოლოდ 40 მილიონამდე ლარი;

- დღემდე გაყინული რჩება კომპანიების დაახლოებით 1,000 საბანკო ანგარიში, საიდანაც ბიჯეტში შეიძლება შევიდეს მაქსიმუმ 100 მილიონი ლარი;

- ანუ, მაქსიმუმ 140 მილიონი ლარის გამო, რაც წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.5%-იც კი არ არის, შემოსავლების სამსახური, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, აჩერებს ათასობით კომპანიას, კლავს სამუშაო ადგილებს და ანადგურებს ქვეყნის იმიჯს!

და ბოლოს - „კანონმდებლობის მიხედვით“ მოქმედება „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩისთვის“ არგუმენტი არ არის. შემოსავლების სამსახურს შევახსენებთ, რომ მონებით ვაჭრობა, აპარტეიდი, ხმის უფლების არ არსებობა ქალებისთვის და ჰოლოკოსტიც „კანონმდებლობის მიხედვით“ ხდებოდა", - წერია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^