
MDF-ის კვლევის თანახმად, საბიუჯეტო დაფინანსებიდან სატელევიზიო რეკლამის ყველაზე დიდი წილი - 2 802 956 ლარი „რუსთავი 2-ზე" მოდის.
კვლევის ავტორების თანახმად, „ნაციონალურ ტელევიზიებში რეკლამის განთავსება მეტწილად სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის შედეგების შესაბამისად ხდება. ზოგიერთი კონტრაქტი როგორც ნაციონალურ, ასევე რეგიონულ ტელევიზიებთან ითვალისწინებს კანონმდებლობით აკრძალულ სერვისს: ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დასპონსორებული და დაფინანსებული გადაცემებისა თუ სიუჟეტების მომზადებას, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას ნიშნავს. 4 რეგიონული მაუწყებლის შემოსავლები სრულად ან 70%-ით საბიუჯეტო შემოსავალზეა დამოკიდებული, რაც ერთგვარ სუბსიდირების ხასიათს ატარებს".
კვლევის თანახმად, „რუსთავი 2-ს" მოსდევს „იმედი“ - 1 631 048 ლარი (TVMR: მე-2 ადგილი); „მაესტრო “- 566 493 (TVMR: მე-3 ადგილი); „GDS“ – 443 742 (TVMR: მე-6 ადგილი); „კავკასია“ - 82 625 (TVMR: მე-8 ადგილი); „ობიექტივი“ (გადაცემა „ეტალონი“) - 68 616 (TVMR: მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის); საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი (გადაცემა „ეტალონი“) - 56 368 (TVMR: მე-5 ადგილი); ტელეკომპანია „პირველი“ - 35 400, ტელეკომპანია „პულსი“ - 5 000 ლარი.