Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროსასამართლომ სახელმწიფოს მერაბიშვილის სასარგებლოდ 12 000 ევროს გადახდა დააკისრა

14 ივნისი, 2016 13:03

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასმართლომ მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი დაირღვა, რომელიც თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას ეხება.

„ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით"  [ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია]

სასამართლო ადგენს, რომ აპლიკანტის წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ იქნა არამხოლოდ იმისთვის, რომ იგი სასამართლო ხელისუფლების წინაშე წარმდგარიყო გონივრული ეჭვის საფუძველზე უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, არამედ, ამავდროულად პროკურატურამ იგი დამატებით შესაძლებლობად გამოიყენა, რომ წვდომა მოეპოვებინა ყოფილი პრემიერის სიკვდილთან დაკავშირებით საქმესთან კავშირის არმქონე გამოძიებაზე, რითაც შესაძებლობა მიეცა, მთავრობის ყოფილი მეთაურის ფინანსურ აქტივობებზე ჰქონოდა სწვომა - ეს ორი მიზანი სრულიად შეუსაბამოა ამ მუხლის C პარაგრაფის შინაარსთან. დაპატიმრების პერსპექტივა არ შეიძება გამოყენებულ იქნეს ბრალდებულზე მორალური ზეწოლის საშუალებად" - აცხადებს სასამართლო. 

სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ასევე დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, (პატიმრის საკნიდან სავარაუდო გაყვანის შესახებ) რომელიც უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება და ადგენს, რომ „ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის“.

საქართველოს დაევალა, მომჩივანს გადაუხადოს 4000 ევრო და დამატებით ხარჯები, რომლებიც შესაძლოა არამარიალური ზიანის სახით არსებობდეს. ასევე, 8000 ევრო და შესაძლო გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

რაც შეეხება განაცხადის იმ ნაწილს, რომელიც სასამრთლომ არ დააკმაყოფილა, ეს არის კოვენციის მე-5 მუხლის პირველი პარაგრაფი, რომელიც ადგენს:

„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია:

a) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება;

b) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;

c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;

d) არასრულწლოვნის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან მისი კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად;

e) პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება;

f) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციისა თუ ექსტრადიციის მიზნით"  [ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია]

ასევე არ დააკმაყოფილა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფის დარღვევა 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმადაც მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ასევე არ დაუკმაყოფილეს აღკვეთის ფორმის შეცვლის შუამდგომლობა.

სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მეხუთე მუხლის მე-4 პარაგრაფით გათვალისწინებული განაცხადის განხილვა, რომლის თანახმადაც, „ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი" [ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია]

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^