პრეზიდენტი ბარაკ ობამა დონალდ ტრამპს უტევს - მას ფაქტების გადათამაშებით ტრამპი ანტიამერიკელი გამოჰყავს.
ობამას უკიდურესად მძაფრი ბრალდებები „რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ გასცდა ჰილარი კლინტონის მხარდაჭერის ფარგლებს და უფრო პირადულს ჰგავდა.
უმაღლესი მთავარსარდლის რისხვა, სიტყვა, რომლითაც ის პირდაპირ ეთერში გამოვიდა, საბოლოო ჯამში ისტორიული მნიშვნელობისაა: პრეზიდენტმა იმ 2 ადამიანიდან, რომელთაგან ხალხმა მისი შემცვლელი უნდა აირჩიოს, ერთი შეაჩვენა.
ობამას ციტატა, რომ ტრამპი წლების განმავლობაში მის ამერიკელობას „ჰკბენდა“ და ეჭვქვეშ აყენებდა, ღრმა ირონიით იყო გამსჭვალული და გაღიზიანება ეტყობოდა ტრამპის რეაქციის გამო, გეიბარში მომხდარი ტერაქტის შესახებ.
უძრავი ქონების მაგნატმა ამჯერადაც მიანიშნა პრეზიდენტის წარმომავლობაზე და თქვა, რომ რაღაც მხრივ ობამა კავშირში იყო, ან შესაძლოა ემხრობოდა ისლამურ ტერაქტებს, „აქ რაღაც ისე ვერ არის“ - თქვა მან Fox News-თან ინტერვიუში.
ტრამპის რიტორიკა ემყარება შეთქმულების თეორიებს, რომ ობამა ამერიკაში დაბადებული არაა, ან ფარული მუსლიმია. ობამა კი, თავის მხრივ, ეყრდნობოდა საკუთარ აღქმას, რომ მილიარდერი „რესპუბლიკელის" ხედვა იმდენად უკიდურესია, რომ ის ამერიკულ მოწყობას ემუქრება.
ობამამ არც ის „რესპუბლიკელი" ლიდერები დატოვა კომენტარის გარეშე, რომლებსაც თავადაც არ მოეწონათ ტრამპის გამოსვლები მუსლიმთა საკითხზე: „ეს ის ამერიკა არაა, რომელიც ჩვენ გვსურს. ეს არ შეესაბამება ჩვენს დემოკრატიულ იდეალებს. ეს ჩვენ ნაკლებად დაცულს გაგვხდის“.
ობამა ასევე შეეხო ტრამპის იდეას, მუსლიმებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ და ამას ამერიკის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მომენტი უწოდა.
„თუ ჩვენ ოდესმე ავცდებით ჩვენს იდეალებს, არა მარტო ხელს შევუწყობთ ადამიანების რადიკალიზმს ჩვენთან და მთელ მსოფლიოში, არამედ ვუღალატებთ სწორედ იმას, რის დაცვასაც ამდენ ხანს ვცდილობდით.
ტრამპი ობამას მიმართვას უკვე გამოეპასუხა: „პრეზიდენტი ჩემზე უფრო მეტად არის გაბრაზებული, ვიდრე ტერორისტზე“. „რესპუბლიკელმა" კანდიდატმა ობამას „საზიზღარი პრეზიდენტი“ უწოდა, რომელმაც „თავისი საქმე საშინლად შეასრულა“.
წყარო: CNN