დედაქალაქის მერის, დავით ნარმანის ინფორმაციით, თბილისში წუხელ მოსული ნალექის გამო, მცირე მეწყერი ჩამოწვა ახალდაბის გზაზე, თუმცა გზის გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისმა სამსახურებმა დილიდან დაიწყეს.
თბილისის მერის ინფორმაციით, წვიმას ქალაქის ქუჩებში შეფერხება და სერიოზული პრობლემები არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქუჩაზე წყალი დაგუბდა.