
მას შემდეგ, რაც „ევრო 2016-ის“ ტურზე საზოგადოებრივი წესრიგის საკითხს მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მოსკოვში საფრანგეთის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
BBC-ის ცნობით სამინისტროში აცხადებენ, რომ „ანტირუსული განწყობის კიდევ უფრო გაღვივებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთბები".
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება 43 რუსი მხარდაჭერის დაკავებაზე გაამახვილა. საფრანგეთის საელჩოში აცხადებენ, რომ დაკავება აბსოლუტურად კანონიერი იყო.
სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები პროვოკაციას ემსხვერპლნენ. მან რუსი გულშემატკივრებისადმი ფრანგი სამართალდამცავების მოპყრობა გააკრიტიკა, რომლებიც უსაფრთხოების ზომებს ამოწმებდნენ.
„აბსოლუტურად მიუღებელია ის ფაქტი, რომ 40-ზე მეტი რუსი გულშემატკივარი ავტობუსიდან ჩამოიყვანეს და დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს" - აცხადებენ სამინისტროში.
რუსეთის 4 მოქალაქე საფრანგეთის ქალაქ ლილშიც დააკავეს და მათ დეპორტაცია ელით. ქალაქში რუსეთ-სლოვაკეთის მატჩმა მშვიდობიანად ჩაიარა.
მას შემდეგ, რაც მარსელში, რუსეთ-ინგლისის მატჩი მხარდაჭერთა ძალისმიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, UEFA-მ რუსეთი დააჯარიმა და დისკვალიფიკაცია მისცა.
Footage of Russian fans beating up England fans in Marseille yesterday. Scary. #ENG #RUS #EURO2016 pic.twitter.com/wr2XsVfaEp
— Football__Tweet (@Football__Tweet) June 12, 2016
ინგლისელი და რუსი გულშემატკივრების დაპირისპირების შედეგად სამართალდამცავებმა სულ მცირე 36 ადამიანი დააკავეს. საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადებით, დღის განმავლობაში 16 დაშავებული გადაიყვანეს საავადმყოფოში.