Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურიდიული კომიტეტი საარჩევნო უბანთან ძალადობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებაზე მსჯელობს

17 ივნისი, 2016 14:23

სისხლის სამართლის კოდექსსა და საარჩევნო კანონდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლითაც საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობის ფაქტები მკაცრდება, იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები დღეს განიხილავენ.

აღნიშნული საკანონდებლო ცვლილებები საქართველოს მთავრობის ინიცირებულია. პროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ფიზიკური ძალადობისა და მუქარა დაისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე. იმ შემთხვევაში, თუკი მსგავსი ქმედება ჩადენილია ჯგუფურად, ან გამოიწვია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე.

ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პოლიციელებს საარჩევნო უბნის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება ეძლევათ. პოლიციის გამოძახება შეეძლება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კენჭისყრის ჩატარებას, ან საზოგადოებრივ წესრიგს.

„საარჩევნო კოდექსს“ შეიძლება დაემატოს ახალი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება პოლიციელებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც შეეძლებათ, თუკი ეს აუცილებელი იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით.

ავტორთა განცხადებით, კანონპროექტის მიზანია წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრევენცია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^