საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორია გახსნა.
საჯარო ლექციაზე „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ“ გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის 25-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საზოგადოების წინაშე მდგარ ამოცანებზე, პოლიტიკურ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობასა და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნებზე წასვლას და ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს.