საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას წყალტუბოში 750 კვ.მ მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 2016 წლის 13 ივნისს გამოსცა.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებებით ასევე ირკვევა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ასევე სოფელ წიწამურში 31 437 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (628.07 კვ.მ).