Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არქიტექტურის სამსახური: მშენებლობის ნებართვის გაცემის კანონიერებას აუდიტი დაადგენს

21 ივნისი, 2016 18:19

თბილისის არქიტექტურის სამსახური თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დეპუტატი განაგრძობს ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ კამპანიას თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისა და უფროსის მიმართ.

თბილისის არქიტექტურის სამსახური განმარტავს, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა სულხან ცინცაძის N63-ში მშენებლობის კანონიერების დასადგენად  თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში შეიტანა განცხადება და სწორედ, ეს ორგანო დაადგენს აღნიშნული ნებართვის გაცემის კანონიერებას და ბატონი ელისაშვილის განცხადებების სიყალბეს.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ალექსანდრე ელისაშვილის ცილისმწამებლური განცხადების საპასუხოდ სარჩელს ამზადებენ, რომელსაც სასამართლოს უახლოეს ხანში წარუდგენენ.

დღეს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერიის არქიტექტორის სამსახურს სულხან ცინცაძის N63-ში უკანონო მშენებლობის ნებართვის გაცემაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „მშენებლობას გეოლოგიური დასკვნა არ გააჩნია და არის ძალიან დიდი საფრთხე, რომ კლდის მასივის მოჭრისა და იქ მშენებლობის დაწყების შემდეგ საირმის ქუჩის კლდოვანი ფენა დაემხოს ხალხს და მათ ფიზიკური გადარჩენის პრობლემა შეუქმნას“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^