Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მღებრიშვილი: კანონიერი ქურდი დავით გერლიანი დაკავებულია

22 ივნისი, 2016 14:49

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, კანონიერი ქურდი დავით გერლიანი, მეტსახელად „სვანი“ დაკავებულია და მას 48 საათის განმავლობაში ბრალი წარედგინება. 

შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, 3 დღის განმავლობაში სამართალდამცავი უწყებები იმიტომ არ აკეთებდნენ კომენტარს, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა.

„2016 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრობას, ან კანონიერ ქურდობას. გამოძიებას საფუძვლად დაედო გავრცელებყული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დანაშაულებრივი სამყაროს ერთმა წევრმა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გამოკვეთა“,- განუცხადა გიორგი მღებრიშვილმა ჟურანლისტებს.

მისივე ინფორმაციით, დავით გერლიანი სამართალდამცავმა უწყებებმა საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის დროს დააკავეს.

„მედიასა და  უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვრდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან საქართველოში აღნიშნული პირის, როგორც ე.წ. კანონიერი ქურდის  დეპორტაცია განხორციელდა. მომხდარ გაჩნდა კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს საქართველოს შსს-სა და უკრაინის შსს-ს შორის დანაშაულთან ბრძლის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე ქართული მხარისთვის ინფორმაციის წინასწარ მოწოდება აღნიშნული პიროვნების შესაძლო დეპორტაციის შესახებ, მით უფრო, თუ უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნული პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ“, - თქვა გიორგი მღებრიშვილმა.

გამოძიების ფარგლებში ქართულმა მხარემ უკარინას უკვე მიმართა კითხვებით იყო თუ არა დავით გერლიანის უკრაინული პასპორტი ავთენტური, ხოლო თუ არ იყო, რატომ არ ჩამოართვეს მას პასპორტი. 

19 ივნისს ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ თბილისში კანონიერი ქურდი დავით გერლიანი მეტსახელად „სვანი“ ისე ჩამოვიდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის არ დაუკავებია.

„უკრაინაში შესაბამისი კანონდებლობა არ არსებობს, სწორედ ამიტომ, საქართველოში მოხდა მისი დეპორტირება. მე მაშინვე წარმოვადგინე დეპორტის შესაბამისი კადრები, თუ როგორ სვამენ თვითმფრინავში და ის დროც მოვუთითე, თუ როდის ჩამოვიდოდა თბილისში. მე შსს-სგან შესაბამის მოქმედებას ველოდებოდი, რაც კანონიერი ქურდის აუცილებლად დაკავება უნდა ყოფილიყო. ჩემი ინფორმაციით, მან აეროპორტი ყოველგვარი შეფერხების გარეშე დატოვა. ეს წარმოუდგენელია იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ დეპორტირებულ ადამიანს შსს იღებს. ამ შემთხვევაში დეპორტირებულ ადამიანს საერთოდ არავინ დალაპარაკებია და დღეს ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. აქ დეპორტირებული ადამიანის მიღების წესი დაირღვა“, -განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^