Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბადრიძე: ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მომხრეებს არც ერთი მყარი არგუმენტი არ აქვთ

24 ივნისი, 2016 13:47

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე „ლიბერალთან" იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რამაც გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობაში ევროკავშირის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება განაპირობა. როგორც ბადრიძე აცხადებს, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის მომხრეები იმედოვნებენ, რომ ბრიტანეთი მოიპოვებს თავისი ეკონომიკის დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას, თუმცა ამ კამპანიის ხელმძღვანელებს რაიმე კონკრეტული ეკონომიკური გეგმა არ წარმოუდგენიათ.

ბადრიძის თქმით, აშშ-მა და ბრიტანეთის სხვა წამყვანმა სავაჭრო პარტნიორებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა უარყოფითად აისახება მათ სავაჭრო ურთიერთობებზე.

გიორგი ბადრიძის განცხადებით, ბრიტანეთის გასვლის მომხრეებისთვის მეორე საკითხი იყო იმიგრაცია - ისინი იმედოვნებენ, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში ბრიტანეთი უფრო მყარად და ეფექტიანად გააკონტროლებს საზღვრებს და შეამცირებს მიგრანტების ნაკადს.

ყოფილი ელჩის შეფასებით, ეს მხოლოდ ნახევრად შეესაბამება სიმართლეს, რადგან ევროკავშირის მიმართულებიდან მიგრაცია არ არის ყველაზე მთავარი და პრობლემური საკითხი. ის სხვა ისეთი რეგიონებიდან ხდება, რომელზეც ვროკავშირს არანაირი გავლენა არ აქვს.

„ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას ორი მთავარი ფაქტორი აქვს - იმიგრაცია და ეკონომიკა. არც ერთზე მყარი საბუთი და არგუმენტი გასვლის მომხრეებს არ აქვთ", - აცხადებს გიორგი ბადრიძე. 

ყოფილი ელჩი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. „მიმაჩნია, რომ უკვე აშკარაა, ნეგატიური რეალობა. ეს არის ფუნტის გაუფასურება და ბრიტანეთის სავაჭრო კავშირების კითხვის ქვეშ დაყენება. ყველა მთავარ სავაჭრო პარტნიორს ბრიტანეთთან თავიდან ექნება სავაჭრო ხელშეკრულებები დასადები. და ამას სჭირდება წლები“, - თქვა ბადრიძემ. 

გიორგი ბადრიძე განმარტავს, რომ ბრიტანეთს, როგორც ევროკავშირის წევრს, წვდომა ჰქონდა არა მარტო ევროკავშირის ბაზარზე არამედ აწამოებდა მსხვილ მოლაპარაკებებს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან -  აშშ-სთან, იაპონიასთან.

„რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც წამგებიანია. ბრიტანეთი ევროკავშირის გარეთ იქნება უფრო სუსტი და ერთადერთი ვინც მოიგებს მცირე და საშუალო პერსპექტივაში, იქნება რუსეთი“, - ამბობს ბადრიძე. 

ყოფილი ელჩი იმედოვნებს, რომ ეს იქნება ძლიერი სიგნალი ევროკავშირისათვის, მოახდინოს რეფორმირება, რადგან ეს სკეპტიციზმი ბრიტანეთში ცარიელ ადგილას არ წარმოქმნილა და ის სხვაგანაც არსებობს.

„ეს ზედმეტი რეგულაციების შედეგია, აგრეთვე, იმის, რომ ევროკავშირი, რომელიც დაიწყო სტაბილურობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პროექტით, ნელ-ნელა გადაიქცა ზედმეტად პოლიტიზებულ და ზედმეტად მემარცხენე პროექტად", - მიიჩნევს ბადრიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^