Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სესიაშვილი: სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუქმება უპასუხისმგებლობაა

27 ივნისი, 2016 14:12

სამხედრო  სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმებას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირკალი სესიაშვილი პოლიტიკურ უპასუხისმგებლობად აფასებს. მისივე შეფასებით, თინა ხიდაშელის ეს გადაწყვეტილება ძალიან მგრძნობიარეა და სერიოზულ მსჯელობას იმსახურებს.

„მას მინისტრობამდე ორი კვირა დარჩა და ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებს და ამბობს: მომავალ მინისტრს თუ არ მოეწონება, გააუქმოს. ეს არ არის სწორი ქმედება, მით უფრო, რომ შეთანხმებული არ ყოფილა არც პრეზიდენთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან და არც თავდაცვის კომიტეტთან. ის ამბობდა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ სურდა, ჩვენ ყველანი ვამბობდით, რომ საჭირო იყო“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კი მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმის ანაზღაურება და ჩანაცვლება ფულით არ უნდა ხდებოდეს.

მისივე თქმით, ქალებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახური არ უნდა არსებობდეს, მაგრამ კაცებისთვის სამხედრო სამსახური სავალდებულო უნდა იყოს.

„თუ გავითვალისწინებთ იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთაც მართლაც აქვთ ამ ნაწილში წარმატება, თუნდაც ისრაელი, იქ მათ შორის, ვალდებული არიან ქალბატონებიც და არავისზე ნაკლები ღირსება არ გააჩნიათ და არავის გაუპროტესტებია, რატომ არის ეს. აქ რომ მამაკაცებსაც კი თავისუფლად მივცეთ უფლება - უნდა დაიცვან თავიანთი ქვეყანა და უნდა არა, მე არ მიმაჩნია სწორად. ეს გამოიწვევს ქვეყნის დემორალიზებას. ქვეყანა თუ უნდა დავიცვათ, უნდა დავიცვათ ყველამ და უნდა გვქონდეს ამის ვალდებულება. არის ქვეყნები, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს, შეუძლიათ იქ წავიდნენ და იქ იდეზერტირონ ვისაც სურვილი ექნება”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურშ ახალწვეულებს აღარ გაიწვევს. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბრძანებას ხელი მედიასთან შეხვედრის დროს მოაწერა.

„ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეირაღებულ ძალებს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^