თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ორი აფეთქება, რომელსაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 40-მდე ადამიანის დაშავება მოჰყვა, თვითმკვლელი ტერორისტების მოწყობილია.
Sky News იტყობინება, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ორმა პირმა თავი იქამდე აიფეთქა, სანამ შემოწმების პუნქტამდე მივიდოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა კალაშნიკოვის ტიპის იარაღიდან მოხდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელთა მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი აფეთქება ადგილობრივ, ხოლო მეორე - საერთაშორისო ტერმინალთან მოხდა.
Footage of panic inside Istanbul's main airport after two suspects blew themselves up https://t.co/om7sYHtX7N https://t.co/C2S30tUIFx
— Sky News (@SkyNews) June 28, 2016