
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალური რესურსების სამმართველოს მთავარი სპეციალისტმა კერძო კომპანიისგან 200 ათასი ამერიკული დოლარი აიღო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გარიგების დადების მიზანი ერთ-ერთი შპს-ს დირექტორისთვის სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებისთვის საჭირო ლიცენზიის დამზადება იყო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ე ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.