Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კრემლი რუსი ტურისტებისთვის თურქეთში მგზავრობაზე შეზღუდვების მოხსნას გეგმავს

29 ივნისი, 2016 18:21

რუსეთისა და  თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და რეჯებ ტაიპ ერდოღანი  ურთიერთობის გაგრძელებასა და შეხვედრაზე შეთანხმდნენ. თურქეთის ოფიციალური არხის ინფორმაციით, კრემლი გეგმავს, რუსი ტურისტებისთვის თურქეთში მგზავრობაზე შეზღუდვები მოხსნას. 

ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ზუსტი თარიღი ოფიციალურ განცხადებაში მითითებული არ არის.

ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკების შემდგომ განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა შეეცდება, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღადგინოს. ასევე კრემლი გეგმავს, რუსი ტურისტებისთვის თურქეთში მგზავრობასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოხსნას. 

„ამასთან ერთად სასურველია, თურქეთის ხელისუფლებამ გადადგას დამატებითი ნაბიჯები, თურქეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიმართულებით“ - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა შეაფასა ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტი, რომლის დროსაც 41 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთში თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები მოქმედებს,  რომელთა მიხედვითაც, ქვეყანაში თურქული საქონლის იმპორტი და თურქეთის მოქალაქეებისა და თურქული კომპანიების მუშაობა იზღუდება. ვერტმფრენის ინციდენტის შემდეგ, რუსეთის ხელლისუფლებამ რუს ტურისტებს თურქეთის ტერიტორიაზე გადაადგილება შეუზღუდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^