Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტამბოლიდან თბილისში მგზავრთა პირველი ნაკადი თურქეთის დროით 18:10 საათზე გამოფრინდება

29 ივნისი, 2016 18:50

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, მგზავრთა პირველი ნაკადი სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის დროით 18.10 საათზე გამოფრინდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულო საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ათათურქის აეროპორტიდან ინდივიდუალური გზებით გეგმავენ და მოუწოდებს, დიდი რიგების გათვალისწინებით, დადგენილ დროზე რამდენიმე საათით ადრე გამოცხადდნენ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში.

„თბილისის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას ახორციელებს ავიაკომპანია „Turkish Airlines” და ავიაკომპანია „Atlasglobal”. მათ შორის ავიაკომპანია „Atlasglobal” აწარმოებს მოლაპარაკებას შესაბამის სამსახურებთან მგზავრთა რაოდენობის ერთიანად გადმოყვანის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია „Atlasglobal” ვერ მოახერხებს ყველა მგზავრის თბილისში დღეს დაბრუნებას, მათ ავიაკომპანიის ხარჯით დააბინავებენ სასტუმროში და გამოამგზავრებენ უახლოესი რეისით.

სტამბოლში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უკვე უზრუნველყო საქართველოს იმ მოქალაქეების გადაყვანა აეროპორტში, ვინც დახმარებისთვის მიმართა საკონსულოს. დღესვე თბილისის მიმართულებით შესრულდება კიდევ ორი რეისი თურქეთის დროით 21.10 საათზე და 01:40 საათზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში (+90 541) 818 44 00, საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში (+90 312) 690-30-40), ასვე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაბზონში (+90 541) 326-22-26; ამასთან შეგახსენებთ, რომ ქ. სტამბოლში ისევე როგორც თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დონე უმაღლეს დონეზეა აყვანილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან" - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^