ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართავს და „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში ორი სამშენებლო ნებართვის გაუქმებას მოითხოვს.
„ვასაჩივრებთ იმ ორ ბრძანებას, რომლის საფუძველზეც ორი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობის ნებართვა გაიცა „პანორამა თბილისის" ფარგლებში. საუბარია სოლოლაკის მაღლობსა და სოლოლაკის ბაღებზე. ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით უტყუარად დასტურდება, რომ აღნიშნული სამშენებლო ნებართვები გაცემულია თბილისის ლანდშაფტის დაცვის ზონაში. მსგავსი ტიპის მშენებლობები ამ ზონაში კანონდებლობით აკრძალულია", - განაცხადა საია-ს პროექტის კოორდინატორმა, სულხან სალაძემ.
მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო საჩივარს წარმოებაში არ განიხილავს, მაშინ საია არ გამორიცხავს, რომ საქმე სასამართლოში შეიტანონ.