„დღევანდლამდე არავითარი კონსულტაცია არ ყოფილა ჩემთან ამა თუ იმ რაიონში მაჟორიტარად წარდგენაზე", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე განცხადებით, არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია და პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" წევრიც არ არის.
„ჩემი ინტერესი არასოდეს ყოფილა რაიმე სახის პოლიტიკური აქტივობა. 2012 წელს მე ვალდებულება ავიღე, რომ ვყოფილიყავი სახელმწიფო სამსახურში. მე ვასრულებ იმ საქმეს, რაც განისაზღვრა, რომ უნდა შემესრულებინა. მე პირადად არავითარი პოლიტიკური ინტერესები არ გამაჩნია და გიდასტურებთ, რომ დღევანდლამდე არავითარი კონსულტაცია არ ყოფილა ჩემთან ამა თუ იმ რაიონში მაჟორიტარად წარდგენაზე“, - განუცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებს.