Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რომან გოცირიძე: ბიუჯეტის ექვსი თვის შემოსავლების დანაკლისმა 208 მლნ ლარი შეადგინა

02 ივლისი, 2016 13:41

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების კუთხით 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა ვერ შესრულდა. მისი თქმით, ამის ძირითადი მიზეზი სუსტი ეკონომიკური ზრდა და მთავრობის მიერ წარმოებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა.

რომან გოცირიძემ ამბობს, რომ შემოსავლების 6 თვის გეგმა 208 მილიონი ლარით გაირღვა და 2016 წლის იანვარ-მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მხოლოდ 2,9% შეადგინა. მისივე შეფასებით, 2016 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა, თუმცა ეს ”ვერ ანეიტრალებს მთლიანი ჩამორჩენის ნეგატიურ ეფექტს”.

”ერთადერთი, რაც შესრულდა 2016 წლის პირველ ნახევარში, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა, რომელიც 29 მილიონით მეტია დაგეგმილზე (ნაცვლად 3.716 მილიარდისა შემოვიდა 3,745 მილიარდი ლარი). ბიუჯეტი არ შეიცავს მხოლოდ საგადასახადო შემოსავლებს და მისი ერთი ნაწილის გეგმის გადაჭარბებით შესრულება ვერ ანეიტრალებს მთლიანი ჩამორჩენის ნეგატიურ ეფექტს. შემოსავლების გეგმის ჩავარდნის მიზეზი იყო არასაგადასახადო შემოსავლებიდან და საგარეო წყაროებიდან თანხების მიუღებლობა”, - აღნიშნა რომან გოცირიძე.

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ლარის არასტაბილურობის ერთ-ერთ მიზეზად მთავრობის მიერ შემოსავლებში წარმოქმნილი დანაკლისის 251 მილიონი ლარის ძველი ნააშთებიდან დაფარვა დაასახელა. რომან გოცირიძის პროგნოზით, 2016 წლის მეორე ნახევარში, 787 მილიონი ლარით მეტი უნდა დაიხარჯოს, რაც ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის რისკის შემცველია. 

”2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრულია 10,145 მილიარდი ლარის ოდენობით. წლის პირველ ექვს თვეში ათვისებულია მხოლოდ 4, 679 მილიონი ლარი. დარჩენილ პერიოდში უნდა დაიხარჯოს 5,466 მილიარდი ლარი, რაც 787 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წლის პირველ ნახევარში. ბიჯეტის არათანაბარზომიერი განაწილება და ტრადიციულად, წლის ბოლო თვეებზე გადატანილი დეფიციტური ხარჯვა კვლავ რჩება მადესტაბილიზებელ ფაქტორად და იგი ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის რისკის შემცველია” , - აცხადებს რომან გოცირიძე. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^