
ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ სოფელ ჭუბერში აქცია მიმდინარეობს.
აქცია 12 ივნისს სოფელ ხაიშში გამართული შეკრების გაგრძელებაა, სადაც გადაწყდა საერთო სასვანეთო კრების (ლალხორი) შექმნა.ლალხორის მიზანს წარმოადგენს ზემო სვანეთში მიმდინარე და დაგეგმილი წინააღმდეგობრივი ინფრასტრუქტურული და მოპოვებითი მრეწველობის პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენის თავიდან აცილება.
აქციას, ჭუბერის თემის მოსახლეობის გარდა, ზემო სვანეთის სხვა თემების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
მესტიი მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემის მოსახლეობა, საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრბო ორგანიზაციებს და საქართველოს მოსახლეობას მიმართავენ:
"ჩვენ გვაქვს 4 კონკრეტული მოთხოვნა შეწყდეს პროექტის დაფინანსების ყოველგვარი განხილვა მანამ, სანამ :
არ მოხდება ისეთი ალტერნატიული ვარიანტის შესაწავლა რომელიც არ გულისხმობს ხეობის დატბორვას;
არ იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია თუ რა სარგებელს მოუტანს პროექტი ჩვენს თემს, ქვეყანას და რამდენად საპირწონეა ეს სარგებელი იმ ზიანის რაც მიადგება თემს და მთლიანად საქართველოს;
არ მოხდება გეოლოგიური საფრთხეების შეფასება და ჩვენთვის წარმოდგენა;
არ მოხდება პროექტის საყოველთაო საჯარო განხილვების მოწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად , სადაც ჩართული იქნებიან როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები ისე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები;"