აეროპორტის მიმართულებით მოძრავი №37 ავტობუსი დღეიდან მგზავრებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
№37 ავტობუსი გავა სადგურის მოედნიდან. გმირთა მოედნის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირების გავლის შემდეგ მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და ჭანტურიას ქუჩიდან ჩაუხვევს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. შემდეგ, გაივლის ავლაბარში, კაჩინსკისა და ბუშის ქუჩებზე და გავა კახეთის გზატკეცილზე. ავტობუსი მოძრაობას დაასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე №37 ავტობუსი ყოველ 35 წუთში ერთხელ ივლის. ავტობუსის ფასი 50 თეთრი იქნება და დაწესებული შეღავათებიც შენარჩუნდება.
ავტობუსები თბილისის მერიას საჩუქრად სტამბოლის მერიამ გადასცა.